ეკონომიკა

მრეწველობა

      რაჭაში მრეწველობა სუსტად არის განვითარებული, რაც, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრადიციული ბაზრებისა და სამეურნეო კავშირების დაკარგვამ, პრობლემურმა პოლიტიკურმა პროცესებმა, ქვეყანაში ეკონომიკის საერთო ვარდნამ, აგრეთვე მოსახლეობის მიგრაციამ და დაბერებამ განაპირობა. დადებითი ტენდენცია მრეწველობის სხვადასხვა დარგის (ხე-ტყის გადამუშავება, პურ-
ფუნთუშეულის წარმოება, სამთო-მოპოვებითი წარმოება, გარეული ხილის და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი წარმოება, სასმელი წყლის წარმოება, ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება) პროდუქციის მატებით არის განპირობებული. რეგიონში სუსტადაა წარმოდგენილი გადამამუშავებელი მრეწველობა და კიდევ უფრო სუსტად - მძიმე და მომპოვებელი მრეწველობა. წარმოების ძირითადი დარგებია: ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება და განაწილება, ხე-ტყის წარმოება, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის წარმოება, პურისა და ფუნთუშეულის წარმოება, უალკოჰოლო სასმელის წარმოება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და ჩირის წარმოება. 
      გადამამუშავებელი საწარმოებიდან რეგიონში, ძირითადად, ფუნქციონირებს ხე-ტყის
გადამამუშავებელი საწარმოები სახერხების სახით და საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები - ღვინის, წყლის, პურ-ფუნთუშეულის, გარეული ხილის და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმოების სახით. აღსანიშნავია, რომ რაჭაში რამდენიმე მილიონი ბოთლი სასმელი წყლის წარმოებაა შესაძლებელი. ამჟამად, ეს პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივაა ათვისებული და ისიც მხოლოდ არამინერალური სასმელი წყლის სეგმენტში. 
      ეკონომიკის სხვა დარგები მაღალია მშენებლობის ხვედრითი წილი რეგიონში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

თქვენ ხართ სტუმარი N