რაჭული ღვინო

   გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ხვანჭკარა მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42030' და აღმოსავლეთი გრძედის 43000'
კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.
ღვინო "ხვანჭკარის მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში "ხვანჭკარის ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში _ ალპანასა და ორბელში.
           
კლიმატი – ხვანჭკარის მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმოადგილებული ატმოსფერული პროცესები. აქ კლიმატი საკმაოდ ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით.
ორიგინალური ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო "ხვანჭკარის წარმოებას განაპირობებს განედური მიმართულების სამხრეთული დაქანების მთისწინებზე წარმოქმნილი ძირითადი აგროკლიმატური მაჩვენებლები: მზის სხივური ენერგია, სითბოს რაოდენობა, ზაფხულის ტემპერატურების ზომიერი დაძაბულობა და ადგილმდებარეობის ზომიერი დატენიანება.
მიკროზონაში მევენახეობის გავრცელების არეალში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,2-10,80C, უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) საშუალო ტემპერატურა 21-220C, უცივესისა (იანვარი) კი 0, -10-ის ფარგლებშია. წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო _ მინუს 14-160, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო კი 36-370 უდრის. ექსტრემალური ტემპერატურები -27 - +400 აღწევს.
     მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 1900-2000 სთ-ის ფარგლებშია. სავეგეტაციო პერიოდში მზე 1400 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ანათებს. ჯამობრივი რადიაცია საკმაოდ მაღალია და წლის განმავლობაში 120-130 კკალ/სმ2 საზღვრებში იცვლება.
     
საერთო მოღრუბლულობის მხრივ, აქ დასავლეთ საქართველოს მევენახეობის სხვა რაიონებთან შედარებით, შესამჩნევია მოწმენდილი დღეების მნიშვნელოვანი მეტობა, რაც სხვა ფაქტორებთან კომპლექსში საგრძნობ გავლენას ახდენს ყურძნის ხარისხზე.
შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის პირველ დეკადაში იწყება, ხოლო ბოლო წაყინვები გაზაფხულზე, აპრილის პირველ დეკადაში _ (5.IV 7.IV) წყდება. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა 215 დღეზე მეტია. საგვიანო წაყინვები 10 წელიწადში ერთხელ შესაძლოა აპრილის ბოლომდეც გაგრძელდეს, რაც ადრეგაშლილი ვაზის კვირტების დაზიანების საშიშროებას ქმნის.
ალექსანდროული და მუჯურეთული კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებიდან (15.IV), ყვავილობას ივნისის პირველ დეკადაში, ხოლო ყურძნის სიმწიფეს აგვისტოს II დეკადის დასასრულიდან იწყებენ.
ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეში სექტემბრის დასასრულს (25.IX-დან) შედის, ხოლო ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის მისაღებად ყურძენს ოქტომბრის მეორე ნახევარში კრეფენ. ამისათვის საჭიროა 35000-ზე და მეტი აქტიური სითბოს ჯამი.
"ხვანჭკარის მიკროზონაში, 450-650 სიმაღლის საზღვრებში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (S>100) 3750-33500ფარგლებში მერყეობს. 600 მეტრ სიმაღლეზე "ხვანჭკარისათვის ღვინომასალის წარმოება შესაძლოა ორ წელიწადში ერთხელ (50%); დანარჩენ წლებში ვიღებთ სუფრის მშრალ, სამარკო ღვინომასალას. 500 მეტრ სიმაღლემდე არსებულ ფართობებზე 6-ჯერ, ხოლო თითქმის 8-ჯერ (> 75%) 400 სიმაღლემდე;
600 მეტრი სიმაღლის ზევით მდებარე ზონებში "ხვანჭკარის ღვინომასალას მივიღებთ უფრო ნაკლებ შემთხვევებში, კერძოდ _ 650-700 სიმაღლეზე 10 წელიწადში მხოლოდ ერთხელ. დანარჩენ წლებში ამ ჯიშებისაგან მიიღება ღვინომასალა ხარისხოვანი სუფრის მშრალი ღვინისათვის.
ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებს შორის ყურძნის ხა­რის­ხობ­რივი მაჩვენებლების (შაქარ-მჟავიანობა) სხვაობათა ანალიზიდან გამომდინარე, ალექ­სან­­რო­ულის შაქრიანობა 0,8-1,3%-ით /. . 1%-ით/ ნაკლებია, ხოლო საერთო მჟავიანობა 0,9 /დმ3, /. . 1 /დმ3/ მეტი, ვიდრე მუჯურეთულისა.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1050-1100 მმ უდრის. თვეების მიხედვით ნალექების განაწილება დაახლოებით ზომიერია. სავეგეტაციო პერიოდში 640-660 მმ ნალექი მოდის. წლის თბილი პერიოდის ზომიერი დატენიანების საერთო ფონზე, ცალკეულ წლებში, აორთქლებადობის მეტობა ყვავილობის დამთავრებიდან სიმწიფის დაწყებამდე დროის მონაკვეთს შედარებით მშრალს ხდის.
სეტყვიან დღეთა წლიური რიცხვი საშუალოდ 1-2- შორის იცვლება. წლის განმავლობაში სეტყვა ყველაზე ხშირად მოდის მაის-ივნისში /0,6-0,8 დღე/.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა 75-76% უდრის. ჰაერის ტენით გაჟღენთილობა ყველაზე ნაკლებია /68-70%/ გაზაფხულის მეორე ნახევარში, ყველაზე მეტი /81-84%/ კი _ ზამთარში. თოვლის საფარი დეკემბრის შუა რიცხვებში იქმნება, რომელიც მარტის მეორე ნახევრამდე ქრება. თოვლის საფარის საშუალო სიმაღლე 15-20 სმ უდრის.
მდინარე რიონის ხეობის გასწვრივ გაბატონებულია აღმოსავლეთის (39%) და დასავლეთის (37%) რუმბის ქარები. ქარის სიჩქარე, ხეობის ჩაკეტილობის გამო, დიდი არ არის. ცალკეულ მიკროუბნებში /ამბროლაური/ დამახასიათებელ ქარებს აძლიერებს აქ განვითარებული მთა-ხეობის ქარები. ამის შედეგად ამბროლაურში და სხვა მდინარისპირა დაბლობებზე მათი სიჩქარე მნიშვნელოვნად იზრდება და წლიურად 2,0-2,5 /წმ აღწევს. ქარი შედარებით ძლიერი ხდება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში /2,5-3,1 /წმ/.

ნიადაგი - "ხვანჭკარის დასახელების ღვინო-მასალის მისაღებად ვენახები და სავენახე ფართობები ძირითადად განთავსებულია ქვემო რაჭის, ამბროლაურის ტერიტორიაზე, ძირითადად მდ. რიონის მარჯვენა მხარეს.
მიკროზონის დადგენის მიზნით, 2005 წლის ივნის-ივლისის თვეებში საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების ტერიტორიებზე ჩაატარეს ნიადაგების საველე და კამერალური სამუშაოები.
ნიადაგის ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში.
გამოკვლევა ჩატარებული იქნა მდ. რიონის ორივე მხარეს, სიმაღლე ზღვის დონიდან 450-750 -ის ფარგლებში (ტექსტის შემდგომ ნაწილში აღინიშნოს (. . )) და გამოყოფილი იქნა: ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების სამი, ყომრალი ნიადაგების ერთი, დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ერთ და ალუვიური ნიადაგების ერთი სახესხვაობა სულ ექვსი სახესხვაობა.
პირველი სახესხვაობის ნიადაგს _ ნეშომპალა კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა, ვახასიათებთ შემდეგი ნიადაგური ჭრილებით: სოფ. ხვანჭკარა ნაკ. "საცავი ... 510 და ნაკ. "ფერმის გვერდით . . . 750 ჭრ. ¹23; სოფ.  სადმელი ნაკ. "ქოველები . . . 750 , ჭრ. ¹14 და ნაკ. "სულმუხა . . . 540 , ჭრ. ¹16; სოფ. I ტოლა ნაკ.  "ბერეული . . . 640 . ჭრ. ¹20; სოფ. ჭყვიში ნაკ. "ყავრუში . . . 615 ჭრ. ¹34 და ნაკ. "სურგულაძის კარი ... 595 . ჭრ. ¹36. 
მეორე სახესხვაობის ნიადაგი _ ნეშომპალა კარბონატული. დიდი სისქის, ხირხატიანი, საშუალო თიხა და მძიმე თიხნარი. ხასიათდება სოფ. კვასხუთი ნაკ. "გურგვალა . . . 620 ჭრ. ¹7; სოფ. საკეცია ნაკ. "ჯვარისის ასახვევთან . . . 575 . ჭრ ¹40; სოფ. ბუგეული ნაკ. "მაედანი . . . 720 ჭრ. ¹43; სოფ. აბანოეთი ნაკ. "ქაფიანეული . . . 680 ჭრ. ¹46; სოფ. გორი ნაკ. "მურუზაულები . . . 655 ჭრ. ¹42.
მესამე სახესხვაობის ნიადაგი ნეშომპალა-კარბონატული საშუალო სისქის, საშუალო და მსუბუქი თიხა. ხასიათდება: სოფ. ჭრებალო ნაკ. "ყავრუში . . . 750 ჭრ. ¹32.
მეოთხე სახესხვაობის ნიადაგს ახასიათებს: სოფ. "წესი ნაკ. "გვერდა . . . 640 ჭრ. ¹1; სოფ. ბოსტანა ნაკ. "ნაფუძვარი . . . 700 ჭრ. ¹28; სოფ. ჩორჯო ნაკ. "კარიეთი . . . 695 ჭრ. ¹30; სოფ. ბაჯი ნაკ. "ხვარაქეული . . . 500 ჭრ. ¹39; სოფ. ინა ნაკ. "გეწაძეების ვენახი . . . 640 ჭრ. ¹49.
მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი _  დელუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, მსუბუქი თიხა ხასიათდება: სოფ. ბუგეული ნაკ. "ჭალა . . . 540 ჭრ. ¹18; სოფ. ხიმში ნაკვეთი "დიდყანა . . . 575 ჭრ. ¹10; სოფ. ძირაგეული ნაკ. "ჯიშთა გამოცდის ნაკვეთი . . . 540 ჭრ. ¹12; სოფ. გორი ნაკ. "მურუზაულები . . . 655 ჭრ. ¹42.
მეექვსე სახესხვაობის ნიადაგი ალუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი ხასიათდება სოფ. წესი ნაკ. "კოტეს ჭალა . . . 550 ჭრ.¹4.
"ხვანჭკარის დასახელების ღვინომასალის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური და რელიეფური ფაქტორების მხრივ, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს გამოირჩევა სოფლების: ხვანჭკარის, დიდი და პატარა ჩორჯოს, ბოსტანას, ღვიარას, სადმელის, ძირაგეულის, კვაცხუთის, I და II ტოლას, ჭრებალოს ნაკვეთი ყავრულში, ხოლო მდ. რიონის მარცხენა მხარეს სოფ. ბუგეულის (ზღვის დონიდან 750 სიმაღლემდე და მის გასწვრივ მდებარე) ტერიტორიები.
არსებული ვენახები, სადაც წარმოდგენილია ალექსანდროულის, მუჯურეთულის, წულუკიძის  თეთრას, საფერავის, ძველშავის, ცოლიკოურის და სხვათა შერეული ნარგავები ამჟამად შეადგენს დაახლოებით 900 ჰექტარს, უახლოეს პერსპექტივაში გასაშენებელია 90-100 ჰექტრამდე.
სათანადო აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარების და განოყიერების პირობებში აღნიშნული ნიადაგები იძლევიან პირობებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.  

აგროტექნოლოგიური რეგლამენტებიხვანჭკარის დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

ჯიში ალექსანდროული
გავრცელების არეალიზღვის დონიდან 450-750 -მდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 ; 2,25 X 1,5 .
შტამბის სიმაღლე: 60-80 სმ.
სხვლის ფორმა: ორმხრივი ქართული, თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა 1 2:  7-8 კვირტი. 1 ჰა-ზე 70-80 ათასი კვირტი.
მოსავალი1 ჰა-ზე 6-6,5 ტონა.

ჯიში მუჯურეთული
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5; 2,25 X 1,5.
შტამბის სიმაღლე: 60-80 სმ.
სხვლის ფორმა: ორმხრივი ქართული, თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა2: 7-8 კვირტი. 1 ჰა-ზე 70-80 ათასი კვირტი.
მოსავალი1 ჰა-ზე 6,5-7 ტონა.

ნიადაგის მოვლა-დამუშავება
ურწყავი საშუალო და დიდი დაქანების ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება, ბალახიან-კორდიანი სისტემა, ნიადაგის მულჩირება.

განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება აგრორეგლამენტით.

ფიტოსანიტარული რეგლამენტები
ძირითადი დაავადებებიჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიებებისაქართველოში რეგისტრირებული კონტაქტური და სისტემური პრეპარატები.

ალექსანდროულისა და მუჯურეთულის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
ალექსანდროული – ქართული წითელყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის
მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია, საშუალო პერიოდის სიმწიფის, _ სექტემბრის ბოლოს მწიფდება. მტევანი საშუალო ზომის _ 90-100 .
ვაზი საშუალო ზრდისაა, მოსავალი 6-6,5 ტონის ფარგლებშია ჰექტარზე. შაქრიანობა ყურძენში აღწევს 260 /დმ3.
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ნაკლებად გამძლეა -  განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით.
მუჯურეთული - ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. საშუალოზე საგვიანო პერიოდის სიმწიფისაა, ოქტომბრის შუარიცხვებში მწიფდება.
ვაზი საშუალო ზრდისაა, მოსავალი ჰა-ზე 6-8 ფარგლებში მერყეობს. მტევნის საშუალო წონა 60-90 -ია. შაქრიანობა 250 /დმ3, ხოლო მჟავიანობა 6-7 /დმ3 აღწევს. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტად გამძლეა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

თქვენ ხართ სტუმარი N