ნიკორწმინდა
ორიგინალურ ძეგლს წარმოადგენს მთიან რაჭაში 1014 წელს აგებული ნიკორწმინდის ტაძარი. თავისი გეგმით იგი უახლოვდება კუმურდოს, თუმცა აქ აფსიდები ვარსკვლავისებრივაა განაწილებული გუმბათქვეშა სივრცის მიმართ. აღმოსავლეთის აფსიდის გვერდებზე მოთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნო, ხოლო დასავლეთის მკლავის გვერდებზე ეკვდერებია. მშვენივრად გააზრებული შიგა სივრცე უხვად არის განათებული გუმბათის ყელზე არსებული 12 სარკმლიდან. კედლები დაფარულია ფრესკული ფერწერით. სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელების წინ ტაძარს ახლავს მდიდრულად მორთული კარიბჭეები. საერთოდ ცალკე უნდა აღინიშნოს ტაძრის გარე გაფორმების სიმდიდრე. ნიკორწმინდის მორთულობა წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც მოიცავს ტაძრის ყველა ნაწილს. გაფორმების ძირითად გამაერთიანებელ მოტივს შეადგენენ ორმაგ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღები. ორნამენტული მორთულობა მდიდარია და მრავალფეროვანი. ყველა კარი და სარკმელი შემკულია
სხვადასხვა ჩუქურთმოვანი საპირეებით და თავსართებით. ყველა ფასადზე თაღების ზემოთ მოთავსებულია ნაკვთიანი რელიეფებისაგან შედგენილი კომპოზიციები. განსაკუთრებითაა მორთული გუმბათის ყელი, რომლის არა მარტო სარკმლების საპირეები, არამედ თვით დეკორატიული თაღების ლილვები, რთული ლავგარდანი და სარკმლების ქვემოთ დატოვებული არე მთლიანად ხალიჩისებრ დაფარულია ჩუქურთმებით და რელიეფური ნაკვთებით. X საუკუნის მანძილზე შემუშავებული შენობის ტიპი - წაგრძელებული ფორმის ტაძარი, თავისუფლად მდგარ ბურჯებზე აზიდული გუმბათით და შედარებით დაბალი სადგომებით ჯვრის მკლავებს შორის - საბოლოოდ დამკვიდრდა საქართველოს უდიდესი საკრებულო ტაძრების აგებით. ქრონოლოგიურად ერთმანეთის მომდევნო ქუთაისის, მცხეთის და ალავერდის ტაძრები თავისი აბსოლუტური სიდიდით, კომპოზიციის მხატვრული ხარისხისა და შესრულების ღირსებით ასახავენ დაწინაურებული სახელმწიფოს მისწრაფებებს და მოასწავებენ ქართული არქიტექტურის განვითარების ახალ ეტაპს.
დიდი სოფელი ნიკორწმინდა რაჭაშია, ამბროლაურის რაიონში, რაიონის ცენტრიდან ქუთაისისაკენ მიმავალ გზაზე, ნაქერალას უღელტეხილის მახლობლად. ეკლესია მცირე შემაღლებაზეა და თავს დაჰყურებს მთელ სოფელს. გეგმისა და ფასადთა მორთულობის შესახებ იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. შენობის გარეგნობა რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი (უმეტესი ნაწილისა) დიდად საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. რელიეფებს შორის, ქრისტიანული ლეგენდის ცნობილი სიუჟეტების გვერდით, ბევრია ისეთი მოტივიც (რეალური და ფანტასტიკური ცხოველები), რომელთაც სათანადო განმარტებითი წარწერებიც აქვთ, მაგ.ლომები, ფასკუნჯი ("ფასქუჯი"), "სირაქლემი", "ქათამ-ვეშაპი", ხარი ზებუ და სხვ.) რომლებიც, უეჭველია, ხალხურ წინაქრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ეკლესიის თარიღის დაზუსტების საშუალებას გვაძლევს დასავლეთი შესასვლელის წარწერა, რომელშიაც მოხსენიებულია სრულიად საქართველოს მეფე ბაგრატ III (ქუთაისის ბაგრატის ტაძრის მაშენებელი). სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ეკლესიაზე ცოტა გვიანდელი უნდა იყოს, მაგრამ აგრეთვე XI ს-ის პირველი ნახევრისა.
დაკვირვება მოწმობს, რომ ტაძრის ორნამენტზე რამდენიმე ოსტატს უმუშავნია: მათი ხელი თვალსაჩინოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. განსხვავდება მოტივების შერჩევაც და შესრულების ხასიათიც. 1634 წელს შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ მესამეს. ტაძრის შიგნით დარჩენილია XVII ს-ის ფრესკები, გვიანა ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუში. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევრისაა. შენობის ზომები გარედან, კარიბჭეების გარეშე: სიგრძე - 17,3 მ, სიგანე - 13,3 მ., სიმაღლე შიგნით - 22 მ.

ბარაკონი
ბარაკონი — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან
მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.
ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელმაც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად, ააგო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები.როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა.
შენობა სწორკუთხაა, მინაშენთა გარეშე. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია სოფელ იწიდან მოზიდული ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. მოგვიანებით გუმბათი გადაუხურავთ თუთიით, ამჟამად კი სპილენძის სახურავით არის გადახურული. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.
Комментариев нет:
Отправить комментарий