რაჭა _ ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფართობი _ 2,47 ათასი კმ კვადრატი, მოსახლეობა _ 21,7 ათასი (2014 წ.), მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
რაჭას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ქვემო სვანეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით _ რუსეთის ფედერაცია (ჩრდილოეთ ოსეთი), აღმსავლეთით _ შიდა ქართლი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი), სამხრეთით _ იმერეთი, ხოლო აღმოსავლეთით ლეჩხუმი.
რაჭა ადმინისტრაციულად მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს ონისა და ამბროლაურის, ეს უკანასკნელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრია.
რაჭის ისტორიული ტერიტორიის ნაწილი, მდინარე ჯეჯორას ზემო წელი მდებარეობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე.
რაჭა მთლიანად მდებარეობს მდინარე რიონის აუზში, რაჭის ქვაბულში. ჩრდილოეთ საზღვარი მიუყვება ლეჩხუმის ქედს, ჩრდილო-დასავეთით _ კავკასიონის ქედს, აღმოსავლეთ საზღვარი _ ლიხის ქედს, ხოლო სამხრეთ საზღვარი რაჭის ქედს.
რელიეფი მთაგორიანი და მდებარეობს ზღვის დონიდან 500-4500 მ. შორის. მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს ჩრდილო-აღმოსავლეთით მწვერვალ ჭანჭახისწვერზე 4462 მ. მამისონის უღელტეხილით უკავშირდება ჩრდილოეთ ოსეთს, ხოლო ნაქერალას უღელტეხილით იმერეთს.
მხარის მტავარ ოროგრაფიულ ერთეულად რაჭის ქვაბული ითვლება, მის ცენტრში მდინარე რიონი მიედინება, ქვაბული მოქცეულია ლეჩხუმისა და რაჭის ქედებს შორის, ეს უკანასკნელი აგებულია კირქვული ქანებით, რის გამოც აქ განვითარებულია ტიპობრივი კარსტული რელიეფის ფორმები.
რაჭის ჰავა ზომიერად ტენიანი და თბილია. უცივესი თვის საშუალო ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბალია, უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურა +2 +22 გრადუსის ფარგლებშია, სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა იკლებს. რაც შეეხება ნალექების წლიურ ჯამი იცვლება 800-1200 მმ-ის ფარგლებში.
რეგიონში კარგადაა გამოხატული ვერტიკალური ზონალურობა. რაჭის ქვაბული უკავია კოლხურ ქვედა მთის ტყის ლანდშაფტებს. შემდეგ (ზ.დ. 600-800 მ-ზე) სიმაღლის მატებასთან ერთად მოდის: კოლხური საშუალო მთის ტყის, საშუალო მთის ერეული ტყის ( ზ. დ. 1000-1200 მ-დან), მაღალი მთის სუბალპური (2000 მ-დან) და ალპური მდელოს (2500-20600 მ-დან), 3300-3500 მ-დან კი გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

Комментариев нет:
Отправить комментарий