ხვანჭკარა

ღვინო "ხვანჭკარა

"ხვანჭკარისწარმოებას XIX საუკუნის 80-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა თავადმა დიმიტრი ყიფიანმა. მან "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულისუნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან არასრული დუღილის მეთოდით მიიღო შესანიშნავი ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც მაშინ "ყიფიანის ღვინო" ეწოდებოდა.
  

1907 წელს დიმიტრი ყიფიანი თავის ღვინოს აგზავნის ბელგიის ქალაქ ოსტენში, სადაც მიმდინარეობს ევროპის ღვინის ფესტილვალი. ყველასთვის გასაოცად სწორედ "ყიფიანის ღვინოს" ხვდა წილად ოქროს გრან-პრი, რომელიც დღეს ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ეს იყო ქართველი მეღვინეობის და კერძოდ, ყიფიანის უდიდესი გამარჯვება.
"ხვანჭკარა ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან.


ღვინო "ხვანჭკარა ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.
ღვინო "ხვანჭკარის ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,0
შაქრის მასური კონცენტრაცია 30-50 /დმ3
ტიტრული მჟავიანობა - 5-7 /დმ3
აქროლადი მჟავიანობა, არა უმეტეს 1,2 /დმ3



დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 20 /დმ3
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ3
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.

ღვინო "ხვანჭკარას სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები
 "ხვანჭკარის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 903 ჰას. აქედან ალექსანდროულსა და მუჯურეთულს უკავია 40% . . დაახლოებით 360 ჰა.
წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 2520 . I ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნას 163 000 დეკალიტრი ღვინომასალა
"ხვანჭკარის მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა კლდეებით დაცულ ქვაბულში, მდინარე რიონისაკენ დაქანებულ ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები, სითბოს შთანთქმისა და გაცივების მაღალი უნარი, აბორიგენული ჯიშების ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უნიკალურობა, ორიგინალური ტექნოლოგია, განსაზღვრავს ღვინო "ხვანჭკარის განსაკუთრებულ თვისებებს. 





Комментариев нет:

Отправить комментарий

თქვენ ხართ სტუმარი N