წყლის რესურსები და ენერგეტიკული პოტენციალი რაჭა მდიდარია წყლის რესურსებით. წყლის რესურსების 99% ჰიდროენერგეტიკაში გამოიყენება. წყლის ძირითადი არტერიაა მდ. რიონი თავისი შენაკადებით: ჯეჯორა, ჭანწახი, შარეულა, ლუხუნისწყალი და სხვა.
შაორის წყალსაცავი |
მხარეში მდებარეობს შაორის წყალსაცავის წყლის საერთო მოცულობა 90 მლნ კბმ-ს, ხოლო სასარგებლო მოცულობა - 87 მლნ კბმ-ს შეადგენს. მისი დანიშნულება ტყიბულში
არსებული შაორის ჰეს-ისთვის სეზონური ჩამონადენის რეგულირებაა.
რეგიონი მდიდარია ბუნებრივი წყაროებით და შესაბამისი საკურორტო ადგილებით.
მინერალური წყლების პოტენციალი ჯეროვნად არ არის ათვისებული და არ ხდება მათი გატანა რეგიონულ თუ საერთაშორისო ბაზრებზე. კურორტ უწერაში 28 სახის მინერალური წყლის საერთო დღეღამური დებეტი 800 ტონაა. ისინი მდიდარია კალციუმითა და რკინით, შეიცავს ბორსა და იოდს, ასევე სხვა მინერალებს. შოვში გამოკვლეულია 16 სახის მინერალური წყარო, რომელთა დღეღამური დებეტი 150 ტონაა. ისინი ქიმიური შემადგენლობის პირველი ტიპისაა, შეიცავს კალციუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს და სხვა მინერალებს. სამწუხაროდ ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მინერალური წყლის რესურსის პოტენციალი უმნიშვნელოდ არის გამოყენებული.
მდიდარი წყლის რესურსების გათვალისწინებით, რაჭას საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. რეგიონში ენერგეტიკის
ძირითადი ობიექტია ჰიდროელექტროსადგური ამბროლაურში რიცეულაჰესი 6,1 მგვტ. ამჟამად, მდ. ლუხუნზე მიმდინარეობს კასკადური ჰესის მშენებლობა. სხვადასხვა ადგილას პატრა მდინარეებზე, შესაძლებელია მცირე ჰესებისაშენება. მდ. რიონის აუზის მდინარეების თეორიული ტექნიკური ჰიდროპოტენციალი შეადგენს 428,8 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს და 2390 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიის წლიურ გამომუშავებას. ჰიდრორესურსების გამოყენებისას, ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის გეოდინამიკური პოტენციალისა და მაღალი საშიშროების რისკის გათვალისწინება.
ქარის ენერგეტიკული პოტენციალი უმნიშვნელოა. რეგიონს აქვს საკმარისი პოტენციალი მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით, რომლის დღიური მაჩვენებელი 4,2-4,5 კვტსთ/მ²-ია (ყველაზე დიდი მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიონის ფერდობზე ფიქსირდება). დღეისათვის, მხარეში მზის ენერგიის გამოყენების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული (ქ. ონში).
ტყის რესურსები. რაჭა გამორჩეულია
მდიდარი ტყის რესურსებით. ტყით დაფარულია რეგიონის ტერიტორიის დაახლ. 60%-ზე მეტი. ხელუხლებელი ტყეები, რომლებიც შენარჩუნებულია პირვანდელი სახით და ბიომრავალფეროვნებით. გარდა ამისა, რაჭაში გვხვდება ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი (ძირითადად, კედარის) ტყეები, რომელთა ასაკი მრავალი ათეული წელია. მხარის ტერიტორიაზე განფენილი ტყეები განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებით გამოირჩევა. გარდა სამრეწველო პოტენციალისა, უნდა აღინიშნოს მათი ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგულირებელი ფუნქციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკურორტო ზონის ტყეები. ტყეები იძლევა შესაძლებლობას, სრულად იქნეს დაკმაყოფილებული მოსახლეობის მოთხოვნილება როგორც საშეშე, ისე სამასალე მერქანზე. ტყის შემქმნელ ძირითადმერქნიან სახეობებს შორის, მაგარმერქნიანი ფოთლოვნებიდან ჭარბობს წიფელი, მუხა. წიწვოვნებიდან ჭარბობს სოჭი, ნაძვი და ფიჭვი. რბილმერქნიანი ფოთლოვნებიდან ყველაზე დიდი ფართობი უკავია არყს და მურყანს.
დარიშხნის საბადოს ინფრასტრუქტურა |
წიაღისეული. რაჭაში მოიპოვებოდა ლითონური (მანგანუმი-შქმერში, ოქრო, დარიშხანი - ლუხუნში, ვერცხლისწყალი - კოდიძირში) და არალითონური წიაღისეული (ქვანახშირი, თაბაშირი, ბარიტი-ჩორდში). მხარე განსაკუთრებით მდიდარია საშენი მასალებით: მოიპოვება ქვიშა-ხრეში, კირქვა.
წიაღისეულის დიდი ნაწილის მოპოვება არ ხორციელდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий